ႮႠႠႲႠ ႢႳႢႳႸႥႨႪႨ                                  Paata Gugushvili

Back ] Next ]

Editorial

Home

Biobibliography
Institutions
Posthumous
Vol.1, 1930-1936
Vol 3, 1939-1943
Vol 11, 1975-197
Vol A, 1930-1936
Editorial
Editorial Comments
Search

Georgian Font

 

ინტერნეტის საიტის:

ÎÀÀÒÀ ÂÓÂÓØÅÈÊÈ http://www.oocities.org/paata_gugushvili

გამომცემლისაგან

ეს საიტი იმათთვის შევქმენი, ვისაც პაატა გუგუშვილი უწოდებდა - 'ჩემი მკითხველი და 'ჩემი მოწაფეები'. იმ იმედად, რომ ადრე თუ გვიან, მათ ექნებათ საშუალება გაეცნონ ამ მასალებს მსოფლიო ელექტრონული ბიბლიოთეკის შემწეობით, ინტერნეტის, მსოფლიო ვების მეოხებით. იქნებ ოდესმე, რაიმე სახით წიგნადაც გამოიცეს სამშობლოში.

უმთავრესი მასალა, რომლის აქ გამოქვეყნებასაც ვგეგმავ, ეს არის ნაწილები პაატა გუგუშვილის პირადი დღიურებიდან, მოგონებებიდან და ჩანაწერებიდან. ამ მასალას სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში იგი განსაკუთრებული რუდუნებით აგროვებდა, აწესრიგებდა და დამიტოვა როგორც ყველაზე ძვირფასი ქონება, ოჯახური საგანძური. არც მე და არც ჩვენი ოჯახის რომელიმე წევრს ამ რვეულებში მის სიკვდილამდე არც ჩაგვიხედავს - თუმცა ისინი ჩვენგან დამალული და ჩაკეტილი არ ყოფილან. მას არაფერი არ დაუბარებია დღიურების გამოქვეყნების შესახებაც.

ერთხელ მითხრა - საქართველოში არა მგონია კიდევ იყოს სხვა მეტ-ნაკლებად გამოჩენილი პიროვნების ამავე პერიოდის დღიურებიო. როდესაც დავინტერესდი, რატომ ფიქრობს ასე, განმიმარტა: ძნელია, რომ ჩვენს დროში კაცმა ანდოს ქაღალდს სიმართლე და ინტიმური, თუ ეს ქაღალდი და ეს სიმართლე მეუძლიათ მის დასაღუპად გამოიყენონო. კი მაგრამ, შენ არ გეშინია ამისი, მეთქი? მეშინია და მაინც ვწერ, კალამი მოითხოვსო - თქვა.

ავტორი დღიურებს არც თუ სისტემატურად აწარმოებდა. ტექსტი უფრო ხშირად დაუდევრად, გაკრული ხელითაა დაწერილი და ძნელად იკითხება. ატორს არ უზრუნია არც ტექსტის კორექტურაზე. როგორც ჩანს, დიდი ნაწილი, შემდეგ არც აღარასდროს გადაუკითხავს (არის გამეორებები და სხვ.).

კრიმინალთა პუტჩის დაწყებისთანავე, ის რაც ჩემმა მეუღლე ლიამ პირველ რიგში გადაარჩინა და გადამალა (რა თქმა უნდა ბავშვების შემდეგ) - ეს იყო ჩანთა მამაჩემის ამ პირადი დოკუმენტებით - რომელიც ჩემს ბინაზე გადავიტანე მისი გარდაცვალებისთანავე. იმიტომ, რომ ქალბატონმა ქეთევანმა (აკად.შალვა ნუცუბიძის მეუღლემ) ადრევე გამაფრთხილა - მამას თუ რამე მოუვა, მისი პირადი არქივი გადამალე, აუცილებლად მოსპობენ - ისევე, როგორც შალვას არქივსო.

პაატა გუგუშვილის პირადი არქივის მასალისა და დოკუმენტაციის დიდი ნაწილი, ფოტოსურათების უნიკალური ნაკრებისა და ძველი გამოცემების (პირველნაბეჭდი ქართული წიგნები) ჩათვლით მაინც ვერ გადავარჩინე - დაიკარგა ან გაიტაცეს. დღეს არც პაატა გუგუშვილის სახლ-მუზეუმი, მისი კერიაც აღარ არსებობს. მისი უმდიდრესი ბიბლიოთეკაც - რომლითაც ძლიერ ამაყობდა - ავბედობისაგან დაფანტულ-გავერანებულია:
"ჩვენს ნასახლარზეც ოდესმე ბალახი აბიბინდება..." *

პირადი ფოტოების, დოკუმენტებისა და კომენტირებული მისი წიგნების (რომლებშიც შესწორებები და ჩამატებები იყო) ერთი ნაწილი კრიმინალური ხუნტის აგენტებმა გაანადგურეს ან გაიტაცეს ჩემი საცხოვრებლის დარბევა-დაწიოკების დროს (იხ. განცხადებები).

მისი მეუღლე ნინო, შვილმკვდარი, ლოგინად ჩავარდნილი - მარტოობაში, კეთილი მეზობლებისა და მოყვარე-ნათესავების იმედად დარჩენილი გარდაიცვალა და დაიმარხა ჩემი დევნილობის პირველსავე წელს.

ცხრა წელიწადი პაატა გუგუშვილის დღიურებისა და მოგონებების დასტა ინახებოდა ჩემი დეიდაშვილის დიმიტრი და ანიკო ნიორაძეების ოჯახში და მხოლოდ ახლა, 2000 წლის ნოემბერში იგი ხელუხლებელი და მთლიანობაში ისევ ჩემს ხელთაა. ამისათვის ჩემი მეუღლე ლია, პირველი შესაძლებლობისთანავე, საგანგებოდ ჩავიდა თბილისში ჰელსინკიდან. ლიამ ნათესავ-მეგობრებს შორის აგრეთვე შეაგროვა  მამისა და ოჯახის მცირეოდენი ფოტოები, რომელთა ერთ ნაწილს აქვე გამოვაქვეყნებ.

ამ არქივის მთავარი ნაწილი არის დღიურების 15 (დაწყებული 1930 წლიდან) და მოგონებების ერთი (1980 წლიდან) საერთო რვეული. დღიურებში დიდი ადგილი უკავიათ ამონაწერებს, ციტატებს, ანდაზებსა ა.შ.

საიტის თავფურცელზე მიბეჭდილია ის სიმღერა, რომელსაც მამა და მისი მეგობრები წვეულებების დროს, რომლებიც რაღაცით საიდუმლო სერობებს ჰგავდნენ, ხშირად ღიღინებდნენ. ეს სიმღერა ბავშვობიდანვე ჩამრჩა მეხსიერებაში და ჩემთვის მამის ატრიბუტად, მის გარკვეულ სახედ იქცა. ლექსი რამდენჯერმე, სხვადასხვა ვარიანტში, დღიურებშიც არის ჩაწერილი. ვფიქრობ, ეს ლექსი ასახავს იმ ფარულ სევდას, რომელიც პაატა გუგუშვილის ცხოვრებას განუყრელად თან სდევდა.

საგანგებოდ:
თუ ამ მასალაში რომელიმე პიროვნების შესახებ არაზუსტი ინფორმაციაა, მიუტევონ ავტორს და მათ, ან მათმა მემკვიდრეებმა გამომიგზავნონ შესწორება, დაზუსტება რომელსაც აქვე, აუცილებლად გამოვაქვეყნებ. რამე-თუ დაუწერია:
"მოგონებების წერას აზრი არა აქვს, თუ იქ არ იწერება მხოლოდ სიმართლე (სინამდვილე)"**

თუ ვისმეს აქვს პაატა გუგუშვილის ფოტოები, მასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტური მასალა და შეუძლია ასლი მომაწოდოს - დიდად მადლიერი ვიქნები. დიდი სიამოვნებით ამავე საიტში გამოვაქვეყნებ მასზე მოგონებებს და გამოკვლევებსაც - თუ მათ ელექტრონული ფორმით (კომპიუტერზე მომზადებულს) ვინმე მომაწვდის.

ამ მასალის გამოსაქვეყნებლად საგანგებოდ შევქმენი ელექტრონული უზრუნველყოფა - კომპიუტერული შრიფტები და დოკუმენტების წარმოდგენის ტექნოლოგია. ინტერნეტის გვერდების პარალელურად დოკუმენტები იარსებებს ტექსტური პროცესორის (MS Word 2000) ფაილის სახითაც - ჩართული შრიფტით Unicode ქართულის სტანდარტით, მათი გამოყენებისა და ჩემი ნებართვის შემთხვევაში პუბლიკაციის გასამარტივებლად.

საიტი, მასალების გამოქვეყნების მთელი პერიოდის განმავლობაში, მუდმივ განახლებაში და ცვლილებებში იქნება.

ამ საიტში გამოქვეყნებული ნებისმიერი ინფორმაციის გამოქვეყნება, გადაცემა, გადაწერა ან სხვა გზით გავრცელება დაუშვებელია საიტის მფლობელის საგანგებო ნებართვის გარეშე.

საიტიდან აღებულ ნებისმიერ ნებადართულ პუბლიკაციას, პუბლიკაციების ციკლს აუცილებლად, სავალდებულოდ უნდა უძღვოდეს ამ გვერდის უახლესი ვარიანტი.

ინტერნეტის საიტი:

ÎÀÀÒÀ ÂÓÂÓØÅÈÊÈ http://www.oocities.org/paata_gugushvili

Mailto: ბესარიონ გუგუშვილი

ბესარიონ გუგუშვილი

Vissarion Gougouchvili,
Rajakentankuja 5 A 1,
01280 Vantaa,
Finland
Tel/Fax +(358 9) 349 87 91

Vantaa, 11.12.00

*   'მოგონებანÈ', ÂÅ. 43.

** ÈÕÅÄ, ÂÅ. 1.


editorial.doc

Paata Gugushvili, Nino Gugushvili-Mikaberidze, Lia Ergemlidze, Ketevan (Keto, Qeto) Nutsubidze, Shalva Nutsubidze, Dimitri (Dito) and Anna (Aniko) Nioradze

 

BPG

Copyright © BPG 2000, All rights reserved. This material may not be published, broadcast, rewritten or redistributed.

ამ მასალის გამოქვეყნება, გადაცემა, გადაწერა ან სხვა გზით გავრცელება დაუშვებელია